Wednesday, November 18, 2015

დღე მე-9

ამ პროექტზე მუშაობა დამეხმარა 21 საუკუნის უნარ-ჩვევების  განვითარებაში.შევეცადე ამ თემატიკის სიღრმისეული შესწავლა.ვეცდები გამოვიყენო შეფასების სხვადასხვა მეთოდები. გავეცანი თვითშეფასების და ურთიერთ შეფასების რუბრიკებს.განვიხილე კავშირები მიზანსა და სტანდარტებს შორის. გავიგე თუ როგორ დამეხმარება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი მოდულის მოლოდინების ზუსტად განსაზღვრაში.გავიგე თუ როგორ მოვამზადო და წარმოვადგინო შემი ნამუშევარი ეფექტურად. წარმოვადგინე პორტფოლიო.

Sunday, November 15, 2015

მე 8 დღე მე 7 მოდული

გავიგე   თუ როგორ უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკაში. შევიმუშავე შეფასების სტრატეგიები. გავიაზრე როგორ უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად. გასაგებია თუ როგორ უნდა გავუწიოთ კლასს ფასილიტაცია მოსწავლეებზე ორიენტირებული სწავლების პროცესში.

Saturday, November 14, 2015

მე-7 დღე. მე-6 მოდული

გავიგე როგორ დავგეგმო პროექტი თითოეული მოსწავლის ცოდნის დონის მიხედვით. გავიაზრე რა ინდივიდუალური და ტექნიკური წვდომაა საჭირო ამ დავალების შესასრულებლად. ახლა მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანია გაკვეთილის დაგეგმვა. გავიგე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთიმიდგომა ცოდნის დონის ამაღლებისათვის.

Sunday, November 8, 2015

მე 6 დღე

განვიხილეთ და გავეცანით მოსწავლის როლში მორგებულ შეფასების რუბრიკას.გავიაზრე კავშირი მიზანსა და სტანდარტს შორის. გავიგე როგორ მოვიძიო რუბრიკები . შევძელი ონლაინ წიგნიდან ბიბლიოთეკით სარგებლობა.

Saturday, November 7, 2015

დღე მე-5

გავიარეთ კავშირები მიზანსა და სტანდარტებს შორის. შევაფასეთ  მიზნებისა და სტანდარტების შესაბამისი რუბრიკები. განვიხილეთ ონ ლაინ კოლობორაციის ინსტრუმენტები და ვისაუბრეთ მის ეფექტურობაზე. გავიგე რა არის სწრაფი შეტყობინება. ვცადე გამეგო თუ როგორ დავიცვა საავტორო უფლებები.

Sunday, November 1, 2015

დღე-4

გავეცანი დროში გაწერილი შეფასების 5მიზნის მნიშვნელობას, რათა შევაფასო საფუძვლიანად მოსწავლეების როგორც გაგების ასევე ხარისხის დემონსტრირება.გავიგე როგორ გამოვიყენებ შეფასების სქემას ჩემს პრაქტიკაში. სიახლე იყო შეფასების ამ სქემით პროექტის დაგეგმვა.

Saturday, October 31, 2015

დღე-3

დღეს ვიმუშავე პროექტის სწორადდაგეგმვაზე. მოვისმინე როგორ დავგეგმო გაკვეთილი.გავეცანი საკვანძო სიტყვებს. გავიგე რა არის საკვანძო სიტყვები. ცოტათი ბუნდოვანია ამის თემასთან დაკავშირება.





ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოვახერხე 2 მეცადინეობის შედეგად ჩემს ბლოგზე რეფლექსია.